“პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლია უკრაინის და დასავლეთის განადგურება” – უილიამ ბერნსი
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ “სერიოზულად განწყობილი არ არის”.
ამის შესახებ მან რაისის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, – წერს CNN-ი.
როგორც ბერნსმა თქვა, პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ “შეუძლია უკრაინის და დასავლეთის განადგურება”.
„უკან დახევის ნაცვლად, მან ტემპი გააორმაგა“, – თქვა CIA-ს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, “ბრძოლის ველზე უკრაინის პროგრესი განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება დიპლომატიის პერსპექტივები”.
მან ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევის მნიშვნელობას და თქვა, რომ “უახლოეს თვეებში ბევრი რამ დაიდება სასწორზე”.