“აშშ პოლონეთში ყოფნას გააძლიერებს” – მორავეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკი ადასტურებს, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან, კამალა ჰარისთან, სხვა საკითხებთან ერთად, პოლონეთში ამერიკელი ჯარების ყოფნის საკითხი განიხილა.

ამის შესახებ RMF24 იტყობინება.

მისი თქმით, კამალა ჰარისმა პოლონეთში ამერიკელი ჯარების მუდმივი ყოფნის გაძლიერებაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე წლის წინ პოლონეთში ეს დისკუსია ძალიან ცხარე იყო. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ვიცეპრეზიდენტმა ისაუბრა არა მხოლოდ რამდენიმე ათასი ჯარისკაცის დამატებით ყოფნაზე, არამედ – ბაზებისა და საწყობების მშენებლობაზეც, რომ მოხდეს ამერიკული ტექნიკის და იარაღის დაგროვება“, – განმარტა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ტექნიკა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

“ამას აჩვენებს რუსული აგრესია, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, რასაც ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები აწყდებიან. პოლონეთში ეს აღჭურვილობა უფრო და უფრო მეტი იქნება”, – თქვა მან.

მორავიეცკიმ დასძინა, რომ შეერთებული შტატები მოწოდებულია პოლონეთში თავისი ყოფნის გაძლიერებისკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები