“უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს” – დენის შმიგალი

უკრაინის არმიის კონტრშეტევა შესაძლოა, უკვე ამ ზაფხულს დაიწყოს, – განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა The Hill-თან ინტერვიუში ვაშინგტონში ვიზიტის წინ.

„ჩვენს ყველა მეგობარსა და პარტნიორს ნათლად ესმის, რომ კონტრშეტევაზე გადასასვლელად საჭიროა, 100%-ით და კიდევ მეტით იყო მზად ამისთვის“, – თქვა მან.

კითხვაზე, როგორ აისახება პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევის დაგეგმვაზე, შმიგალმა თქვა, რომ უკრაინა თავის ტერიტორიებს ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს.

“ჩვენ ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში ტანკებს, საბრძოლო მასალას, თვითმფრინავებს და ჯავშანტექნიკას”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები