კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა.
„ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. უკრაინას გადავცემთ 21 000 მოიერიშე შაშხანას, 38 ტყვიამფრქვევსა და 2.4 მილიონზე მეტ ვაზნას. ეს იარაღი ხელს შეუწყობს უკრაინის ბრძოლას საკუთარი თავისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად“, – წერს კანადის თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე.
We just announced a new package of military aid for Ukraine, sourced from Colt Canada.
We’re donating 21,000 assault rifles, 38 machine guns, and over 2.4 million rounds of ammunition. These arms will support Ukraine’s fight to defend itself, and to protect our shared values. pic.twitter.com/dIUfUIMcXb
— Anita Anand (@AnitaAnandMP) April 11, 2023