ფოთის მერიამ ახალი კამპანია – “მომავალი ჯანსაღი თაობისთვის” დაიწყო

“მომავალი ჯანსაღი თაობისთვის” ფოთის მუნიციპალიტეტის ახალი ინიციატივაა.

კამპანიის ფარგლებში, ქალაქის ყველა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეს საშუალება აქვს ისარგებლოს საცურაო აუზის სერვისით და სპორტული დარბაზით საჩუქრად.

მრავალფუნქციურმა საცურაო კომპლექსმა უკვე უმასპინძლა სამი საჯარო სკოლის 600-მდე მოსწავლეს, რომლებმაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული აქტივობები განახორციელეს.

“ახალგაზრდა თაობისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”-აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები