თორნიკე რიჟვაძე: 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და გამარჯვების დღეა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
,,9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და გამარჯვების დღეა. დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. მადლობა თავისუფლებისთვის! “, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.