ვარკეთილში, სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, ვარკეთილში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში ხანძარი ერთ-ერთ სასაწყობე ფართში გაჩნდა.