იონათამიშვილი – მოსამართლეების დასანქცირებაზე: იმედს ვიტოვებ, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი განმარტებები მოჰყვება და ის ბუნდოვანება, რომელიც საზოგადოებაში ობიექტურად არსებობს, გაიფანტება

მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი განმარტებები მოჰყვება და ის ბუნდოვანება, რომელიც საზოგადოებაში ობიექტურად არსებობს, გაიფანტება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „იმედის“ ეთერში მოსამართლეების სანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს მოკლე მეხსიერება და ყველაფრის ერთმანეთთან შედარება შეგვიძლია. მაგალითისთვის, რომ გავიხსენოთ ნაცმოძრაობის პერიოდი, როდესაც მათ 300 000 ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლეს. ამ საქმეების უმრავლესობა იყო ან პირადი ან პოლიტიკური ანგარიშსწორება -ეს დადგენილი ფაქტია. ამ სისტემის შემქმნელების მიმართ, იქნება ეს სააკაშვილი, ადეიშვილი თუ კეზერაშვილი, მსგავსი გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ადგილი. პირიქითაც კი, ხშირ შემთხვევაში, ლოიალურ დამოკიდებულებას ვხედავდით“, – თქვა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები