მურუსიძე – სანქციაზე: აშშ-ის საელჩოს ქართული მართლმსაჯულების მიტაცება სურდა

არ შეიძლება, ადამიანს უწოდო “კორუმპირებული” და თან არ უთხრა, რატომ არის კორუმპირებული. რეალურად, აქ საუბარი არაა კორუფციაზე. აშშ-ის საელჩოს ქართული მართლმსაჯულების მიტაცება სურდა, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რითაც კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირების საკითხს.

„როგორ შეიძლება, შევუშალო სასამართლო რეფორმების განხორციელებას, როდესაც პარლამენტმა მიიღო შესანიშნავი კანონები, რომელთა მიღებაშიც მონაწილეობდა ამერიკის საელჩოც და ძალიან ბევრი მათი დირექტივა იყო გათვალისწინებული. უბრალოდ მათ აქვთ პიროვნული შეუთავსებლობა – ჩემს ადგილას იუსტიციის საბჭოს სხვა წევრი რომ ყოფილიყო, არ ექნებოდათ ამის პრეტენზია. მე ვთქვი, რომ ისინი ითხოვდნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებულიყო იმ მოსამართლეებით, რომელიც მათთვის იყო მისაღები“, – თქვა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები