კელი დეგნანი – მედიააკრედიტივის წესზე: ეს პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა წესებს შემოიღებს; ჩვენს საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობს აკრედიტაციის მოთხოვნა

,,რა თქმა უნდა, ეს პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა წესებს შემოიღებს,’’ – ასე უპასუხა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტში მოქმედი მედიააკრედიტაციის წესთან დაკავშირებით.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობს მედიააკრედიტაციის წესი.

,,ამერიკის შეერთებული შტატები არის ძლიერი მხარდამჭერი ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის და ძლიერი მხარდამჭერი პროფესიონალური და ეთიკური ჟურნალისტიკის. სწორედ ეს ბალანსი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობამ, ადამიანებმა მიიღონ სწორი და სანდო ინფორმაცია.
რა თქმა უნდა, ეს პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა წესებს შემოიღებს. მე როგორც ვიცი, ასევე, ჩვენს საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობს აკრედიტაციის მოთხოვნა, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, როგორ განხორციელდება ეს წესი და თუ განხორციელდება სამართლიანად და მიუკერძოებლად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები