პაპუაშვილი – „სირცხვილიაზე“: ადამიანების ცოცხლად ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას ბანერებით ახდენენ და ამაში იხარჯება ევროპელი და ამერიკელი გადამხდელების ფული

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოძრაობა “სირცხვილია” სხვადასხვა გზით ცდილობს ადამიანებისთვის ცეცხლის წამკიდებლებისა და ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილების” რომანტიზებას.

მისი განმარტებით, დანაშაულის რომანტიზებაში იხარჯება ევროპელი და ამერიკელი გადამხდელების ფული, რითაც “სირცხვილია” ფინანსდება.

„სირცხვილია“, თავისივე განცხადებით, ფინანსდება ევროპული და ამერიკული წყაროებიდან. მათ უდევთ ბანერი, სადაც ხდება რომანტიზება „მოლოტოვის კოქტეილის. ადამიანების ცოცხლად ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას ახდენენ ამ ბანერებით და ამაში იხარჯება ევროპელი და ამერიკელი გადამხდელების ფული. ამიტომ, ამ გამჭვირვალობას ჰქონდა ის მიზანი, რომ საზოგადოებისთვის ნათელი ყოფილიყო, ვინ დგას ამ ორგანიზაციის ფინანსური საკითხის უკან. ვნახეთ, მასთან დაკავშირებით რა რეაქცია იყო, შექმნეს ყრუ კედელი, დაარქვეს რუსული კანონი“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები