რატი იონათამიშვილი: დღეს რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ობიექტური მოცემულობა და მე იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ სამართლიან გადაწყვეტილებასთან გვექნება საქმე

დღეს რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ობიექტური მოცემულობა და მე იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ სამართლიან გადაწყვეტილებასთან გვექნება საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით ამერიკული სანქციების გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

“ცხადია, გადამწყვეტი იქნება ის პროაქტიული მუშაობა, რომელიც ჩვენი მხრიდან გაწეული იქნება 12 პუნქტის შესასრულებლად. დღეს რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ობიექტური მოცემულობა და მე იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ სამართლიან გადაწყვეტილებასთან გვექნება საქმე”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა მოსამართლეებს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები