მის ხელებში მარმარილო ცოცხლდება – ვინ არის იაგო კარდილიო

იტალიელ სკულპტორს, იაგო იაკოპო კარდილიოს  თანამედროვე მიქელანჯელოს უწოდებენ. ამ შედარებას ხელოვანი თავისი უნარის ყველაზე მაღალ შეფასებად მიიჩნევს. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ის აღფრთოვანებით შეჰყურებდა რენესანსის გენიის შემოქმედებას, ხოლო დღეს მას თავად ადარებენ  თანამემამულეს. აქ გაბუქებული არაფერია – მარმარილო კარდილიოს ხელებში თიხასავით მოქნილი ხდება, ხოლო მისი ნამუშევრები იმდენად რეალისტურია, ვერ დაიჯერებთ, რომ ეს ადამიანის ხელმა შექმნა.

მისი ნამუშევრების ყურებისას ხვდები, რომ შენ წინაშე თანამედროვე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სკულპტორის შემოქმედებაა. იფიქრებთ, რომ ასეთ ვირტუოზს შესაფერისი მასწავლებელიც უნდა ჰყოლოდა, მაგრამ იაგო  თვითნასწავლია, მან თავად ისწავლა ქვასთან მუშაობა. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი მოხუცებს ეძღვნება. იაგომ, ისე როგორც არავინ, ისწავლა, როგორ უნდა გადმოსცეს სიბერის სილამაზე. ის იმდენად რეალისტურად გამოკვეთს ყველა ნაოჭს, რომ რთულია, განასხვავო ნამდვილისგან. პირველად კარდილიოს ნიჭის შესახებ 2009 წელს გავარდა ხმა, როდესაც 22 წლის სკულპტორმა ბენედიქტ XVI სკულპტურა წარადგინა, ხოლო სამი წლის შემდეგ, 2012 წელს იაგომ თავისი პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო.

კარდილიოს შემოქმედება ძალიან მრავალმხრივია – ხელოვანს აქვს როგორც კლასიკური ნამუშევრები, რომელთა შედარებაც შეიძლება აღორძინების ეპოქის ხელოვანთა ნამუშევრებთან, ისე – თანამედროვე სკულპტურებიც, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე ესთეტიკას შესრულების სრულყოფილი ტექნიკასთან.  ზუსტად ამიტომ, იაგო არ მიიჩნევს საკუთარ თავს კონსერვანტად ხელოვნებაში, მან იცის, რომ თავისი გზა მხოლოდ თავად უნდა გაიაროს.

„თუკი ჩემ წინ 7 მილიარდი ხელოვანია და მე ვიცი, რომ ბოლო ვარ, ეს არ არის პრობლემა ან წინაღობა იმიტომ, რომ მე საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივარ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები