გრიგოლ ლილუაშვილი: ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად ქოინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს “პრაიმ ტაიმის” ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატების მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს.

ამასთან, ლილუაშვილი არ განმარტავს, ეს ფაქტი არის თუ არა რაიმე კავშირში სანქციების დაწესებასთან.

“ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად ქოინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. კავშირი [სანქციებთან] შეიძლება არსებობს, ან არ არსებობს კიდეც, ეს უნდა ჰკითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ მოქალაქეებს. ვადასტურებ, რომ არის ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. ამერიკის საელჩო არ დაგვიკავშირდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. მიზეზი ალბათ თვითონაც კარგად იციან, თუ რატომ არ შემოვუშვით. საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებების მიცემაში”, – ამბობს გრიგოლ ლილუაშვილი.

ცნობისთვის, 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები