კელი დეგნანი: ძალიან შეშფოთებული ვარ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, რომელიც აღნიშნავს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას

ძალიან შეშფოთებული ვარ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, რომელიც აღნიშნავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ანგარიში აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესდეს.

“ძალიან შეშფოთებული ვარ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, რომელიც აღნიშნავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ნებისმიერი პატიმარი და, განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტი, იმსახურებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ზრუნვას, რომელიც მას სჭირდება. ეს ანგარიში აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესდეს და დაიწყოს ძალების მოკრეფა,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები