ანრი ოხანაშვილი: შეიძლება, ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები, ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას

შეიძლება, ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები – თუ იქამდე მივედით, რომ არ არსებობს სხვა მექანიზმი, რათა ყველაფერი იყოს საჯარო, ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ პარტნიორებთან კომუნიკაცია ექნებათ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ მიიღოს ყველაფერზე ამომწურავი პასუხი. გვაქვს სივრცე და ბევრი რესურსი, რომ საზოგადოებას მეტი და ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთ-ერთი მექანიზმი [ეს იყოს] და საერთოდ არ დაგვჭირდეს ოპოზიციის ჩართვა. ჩვენ დასვათ ეს საკითხი მათი რიგგარეშე სხდომების გარეშეც. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ამის მიხედვით გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები და შეიძლება ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები. თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო, ამ ნაბიჯსაც დიდი ალბათობით [გადავდგამთ] ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, არაფერს გამოვრიცხავ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები