ანრი ოხანაშვილი: ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება – პარტნიორებსა და მეგობრებთან სანქციების ენით საუბარი არავის არაფერში წაადგება

“ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს. რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ანრი ოხანაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აშშ-მა 4 მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

მისივე თქმით, პარტნიორებსა და მეგობრებთან სანქციების ენით საუბარი არავის არაფერში წაადგება.

„რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებსა და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არავის არაფერში წაადგება, როდესაც სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იყო ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები