ლევან ბეჟაშვილი: ეს სანქციები ლოგიკურია და მოვლენათა განვითარების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ სანქცირებულ მოსამართლეთა რაოდენობა ამით არ შემოიფარგლება
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც აშშ-მა 4 მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
„ეს სანქციები ლოგიკურია და მოვლენათა განვითარების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ სანქცირებულ მოსამართლეთა რაოდენობა ამით არ შემოიფარგლება და გაიზრდება. ამავდროულად, ეს სანქციები ასევე შეიძლება, შეეხოთ იმ პოლიტიკოსებს, ვინც პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს მათ. საბოლოოდ, ეს ქვეყნის რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად შელახავს“, – აცხადებს ბეჟაშვილი.