“მიუღებელია “კოლექტიური დასავლეთის” დაუმთავრებელი მოწოდებები, რომ თბილისმა “მეორე ფრონტი” გახსნას” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “მიუღებელია დასავლეთის ქვეყნების მცდელობები, კონფრონტაცია უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადაიტანონ”. 

ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომელიც ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის დასრულების შედეგად გაკეთდა, რომელსაც რუსეთის მხრიდან სერგეი ლავროვის მოადგილე, მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა.

აღნიშნულია, რომ “ასეთი საშიში განცხადებები ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და მათ მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციებისგან სწრაფ რეაგირებას მოითხოვს”.

“ცალკე გაესვა ხაზი “კოლექტიური დასავლეთის” დაუმთავრებელი მცდელობების მიუღებლობას, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადაიტანონ, რაც თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში გამოიხატება, გახსნან “მეორე ფრონტი” რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასეთი საშიში განცხადებები მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და იმ ორგანიზაციებისგან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გალუზინის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში არსებული ვითარება შედარებით მშვიდია. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. მიუხედავად ჟენევის პლატფორმის მუშაობის პაუზისა, შესაძლებელი იყო დიალოგის შენარჩუნება სხვა პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის, ცხელი ხაზით და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, რომელიც ერგნეთში ტარდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები