“ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა” – არახამია ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა

უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ მოსამართლეებისთვის: მიხეილ ჩინჩალაძისთვის, ლევან მურუსიძისთვის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძისთვის სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც არახამიამ “ტელეგრამში” დაწერა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და  არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის.

„ბოლო გაფრთხილება შეერთებული შტატებიდან ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ოთხ ქართველ მოსამართლეს, პირველად, აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია დაუწესა. ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ყველა წითელ ხაზს კვეთს და უკანონოდ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს კარგად არ დასრულდება. პირველ ჯერზე არ შეისმინეს. იმედია, ახლა შეისმენენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის უშუალო ბიზნესგარემოს შესახებ, რომელიც თავისი სტრუქტურების საშუალებით რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც შეიძლება, ველოდოთ სიახლეებს“, – დაწერა დავით არახამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები