აღმოჩენილია „გამართული“ რადიოსიგნალი უცხო პლანეტიდან, რომელიც სიცოცხლის არსებობის იმედს იძლევა

აღმოჩენილია „გამართული“ რადიოსიგნალი უცხო პლანეტიდან, რომელიც სიცოცხლის არსებობის იმედს იძლევა.

აღმოჩენები აღწერილია ახალ ნაშრომში, „თანმიმდევრული რადიო აფეთქებები ცნობილი ჯუჯა პლანეტა YZ Ceti-დან“, რომელიც Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

ახალი აღმოჩენები აჩვენებს, რომ პლანეტას შეიძლება ჰქონდეს მაგნიტური ველები და შესაბამისად უფრო სავარაუდოა, რომ იგი შესაძლოა, საცხოვრებლად იყოს გამოსადეგი.

დედამიწაზე ჩვენი მაგნიტური ველი მზიდან აფეთქებული მაღალი ენერგიის ნაწილაკებისა და პლაზმისგან თავის დაცვაში გვეხმარება.

ამგვარად, ნებისმიერი უცხო პლანეტური სიცოცხლე, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება იმაზე, არის თუ არა ის დაცული მსგავსი ველით.

ამ დრომდე მკვლევრებს უჭირდათ დაედასტურებინათ, აქვთ თუ არა შორეულ პლანეტებს მაგნიტური ველი და შესაბამისად, უჭირდათ იმის თქმა, რამდენად შეუძლიათ ამ პლანეტებს სიცოცხლის შენარჩუნება.

ახლა, ახალმა კანდიდატმა – YZ Ceti b-მ, კლდოვანმა პლანეტამ, რომელიც ბრუნავს 12 სინათლის წლის დაშორებით, განმეორებითი რადიოსიგნალი გამოაგზავნა, რომელიც სათავეს ვარსკვლავიდან იღებს და როგორც ჩანს, პლანეტაზე გავლენას ახდენს.

„ჩვენ რეალურად ვხედავთ ავრორას ვარსკვლავზე – სწორედ ამ რადიო გამოსხივებას. პლანეტაზე ასევე უნდა იყოს  ავრორა, თუ მას გააჩნია თავისი ატმოსფერო“, – თქვა კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა და ერთ-ერთმა მკვლევარმა, სებასტიან პინედამ, რომელმაც სიგნალი ნახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები