მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს, მარკოს გრანადოს გომესს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგსა და ევროინტეგრაციის პროცესში ესპანეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

2023 წლის ივლისიდან ესპანეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, აქედან გამომდინარე, შეხვედრაზე განხილულ იქნა ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი საპარლამენტო თანამშრომლობის ღონისძიებები.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ, ესპანეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგზე, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები