ირაკლი ღარიბაშვილი: იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს – 7,1%-ია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს – 7,1%-ია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 7,1%-ია ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის ფონზე გვაქვს საკმაოდ სოლიდური, მაღალი ეკონომიკური ზრდა. იანვარში 8%-ზე მეტი გვქონდა და თებერვალში – 5,8%. ანუ, საერთო შეწონილი საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7,1%, რაც ძალიან მისასალმებელია და მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა დაასახელა დარგები, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა განაპირობა. ესენია: მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი და სხვა სექტორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები