ლევან იოსელიანი: ამ ქვეყანაში ოდესღაც უნდა დასრულდეს ქალების მიმართ ძალადობა

თბილისში, უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. ქალთა სოლიდარობის მარშს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც შეუერთდა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობა უნდა დასრულდეს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვუთხრა საზოგადოებას, რომ ნებისმიერი ფორმა, ნებისმიერი აქცია, რომელიც არის სოლიდარული ქალების მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ქალების მიმართ ძალადობას, მე ასეთ ყველა აქციას შევუერთდები, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ოდესღაც უნდა დასრულდეს ქალების მიმართ ძალადობა, უნდა დასრულდეს მათი შევიწროება და ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრიორიტეტული”, – აცხადებს იოსელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები