თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს

“ქალები ძალადობის წინააღმდეგ” – ამ სლოგანით, თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს.

როგორც ქალთა სოლიდარობის მარშის წევრები აღნიშნავენ, გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროინტეგრაციის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თუმცა ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება. მარშის მონაწილეები მოუწოდებენ ყველას, გაემიჯნონ ქალთა მიმართ ძალადობას.

სოლიდარობის მარში აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ დაიწყო და დედაენის ბაღში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები