რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ექიმები აქციას მართავენ
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ექიმები აქციას მართავენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ორგანიზებულ აქციას რიგითი მოქალაქეები, სხვა კლინიკის ექიმები და „ვოლტის“ კურიერებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რესპუბლიკური შენობის დანგრევის საშუალებას არავის მისცემენ და აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.
“ჩემთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო განაცხადი, რომ უნდა დაინგრესო… როგორ შეიძლება ამ საავადმყოფოს დანგრევა. ეს არის ქართული მედიცინის ისტორია. სად წაიყვანენ ამდენ ექიმს?! სად უნდა წავიდე?! ვერსად წავალ”,- აღნიშნა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ექიმმა.