პაპუაშვილი: ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დეტალურად გააანალიზა, თუ როგორია საქართველოში ანტიკორუფციული ინსტიტუციური სისტემა

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში სწორედ ამ მიდგომით იმუშავა საქართველოს პარლამენტმა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დეტალურად გააანალიზა, თუ როგორია საქართველოში ანტიკორუფციული ინსტიტუციური სისტემა, როგორ არის გადანაწილებული პასუხისმგებლობები, ფუნქციები სხვადასხვა უწყებას შორის და ამ ანალიზის საფუძველზე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ერთი ინსტიტუციური ქოლგის ქვეშ მოეყარა თავი სხვადასხვა ანტიკორუფციულ ფუნქციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ბიურო ღირსეულად შეასრულებს თავის ფუნქციას.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ორგანო, მჭიდროდ ითანამშრომლებს ანტიკორუფციულ ბიუროსთან.

“ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა გარდა იმისა, რომ ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ამავე დროს 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილია.

მთელი რიგი საერთაშორისო შეფასებებით, ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა ეფექტიანია და ამ მხრივ საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია ლიდერი.

ამავე დროს ჩვენ გვესმის, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის არა მიზანი, რომელიც მიღწეულია და უნდა გავჩერდეთ, არამედ ეს არის მუდმივი პროცესი და სწორედ ამიტომაც ვზრუნავთ ჩვენ ინსტიტუციების განვითარებაზე, პროცედურებისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზე.

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში სწორედ ამ მიდგომით იმუშავა საქართველოს პარლამენტმა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დეტალურად გააანალიზა, თუ როგორია საქართველოში ანტიკორუფციული ინსტიტუციური სისტემა, როგორ არის გადანაწილებული პასუხისმგებლობები, ფუნქციები სხვადასხვა უწყებას შორის და ამ ანალიზის საფუძველზე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ერთი ინსტიტუციური ქოლგის ქვეშ მოეყარა თავი სხვადასხვა ანტიკორუფციულ ფუნქციას. კერძოდ, ეს ფუნქციბია: პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი, რაც გახლდათ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია და იგი ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცემა.

ასევე, ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცემა საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი; ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხების რეგულირება და თავისთავად სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება. ეს ფუნქციებიც გვაჩვენებს, თუ რამხელა შინაარსობრივი დატვირთვა და პასუხისმგებლობა ექნება ამ ახლად შექმნილ ბიუროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები