პუტინმა საგაზაფხულო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის აპრილ-ივლისში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
საგაზაფხულო გაწვევა 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელება და ის შეეხება 18-დან 27 წლამდე ასაკის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამჯერად დაგეგმილია 147 000 წვევამდელის გამოძახება.
კრემლის ლიდერმა ასევე გადაწყვიტა „განახორციელოს (…) სამხედრო სამსახურიდან იმ ჯარისკაცების, მეზღვაურების, სერჟანტებისა და უფროსების გათავისუფლება, რომელთაც სამხედრო სამსახურის ვადა გაუვიდა“.