ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ28-კმ112 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.