ყირგიზეთში 40-ზე მეტი მოსწავლე, სავარაუდოდ, სუნამომ მოწამლა
ყირგიზეთში ოშის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 43 ბავშვს დასჭირდა, თუმცა, მათგან მხოლოდ 18-ია ჰოსპიტალიზებული.
უწყების ცნობით, დაზარალებულების დიაგნოზია მოწამვლა, თუმცა, რა ნივთიერებით – ჯერჯერობით, უცნობია.
ამასთან, Sputnik ყირგიზეთი ქვეყნის განათლების სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სკოლის მოსწავლეები სუნამომ მოწამლა.
სააგენტოს ცნობით, მეექვსეკლასელი სკოლაში სუნამოთი მივიდა და კლასს შეასხურა, რამაც ბავშვები ცუდად გახადა.