გერმანია უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა გაუთვალისწინებელი საბიუჯეტო ხარჯები დააკმაყოფილა, რომელიც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოითხოვეს.

დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3.2 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინას 2023 წელს უნდა გადაეცეს და საკრედიტო ტრანშებს 2024-იდან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომლებიც ჯამში დაახლოებით 8.8 მილიარდ ევროს შეადგენენ.

„ამ ფულით უკრაინა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას შეძლებს. მნიშვნელოვანია უკრაინას იმდენ ხანს ვეხმარებოდეთ, რამდენიც საჭიროა“, – განაცხადა გერმანიის სამთავრობო კოალიციის სამმა პოლიტიკოსმა ერთობლივი განაცხადებაში განაცხადეს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, გერმანიის მთავრობამ უკრაინის მხარდაჭერისთვის 14,2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები