ირაკლი კობახიძე: შეწყვიტონ შალვა რამიშვილზე ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ

“ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე. ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შეტევა კეზერაშვილის მიერ დაიგეგმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამდენი ქალი კეზერაშვილის მიერაა მართული თუ არა, კობახიძემ აღნიშნა – “ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო”.

„პოსტივი“ გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო „მთავარ არხს“, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს ოპოზიციას, აქედან გამომდინარე, დაიგეგმა პოლიტიკური კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის „პოსტივის“ ერთ-ერთი სახე. ეს არის პოლიტიკური მოტივი. რაც შეეხება ზოგადად, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ. ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ, ეს არის ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ეს არის მოწოდება კეზერაშვილის მიმართ. ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები