“STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება” – საგანმანათლებლო პროექტი გორში

“STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება” – ასე ჰქვია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებულ ერთ – ერთ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ბენეფიციარებიც შინდისის სკოლის მოსწავლეები არიან. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) სფეროების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება არაფორმალური განათლების საშუალებით.

“პროექტის ფარგლებში, STEM კლუბის წევრები შეიძენენ ახალ უნარებს, რაც სხვადასხვა ალგორითმის მქონე მანქანების შექმნასა და მართვას უკავშირდება.

კლუბის წევრები საკუთარი იდეებისა და ინტერესების შესაბამისად შექმნიან ტექნოლოგიურ პროტოტიპებს.

პროექტი დაეხმარება და ხელს შეუწყობს მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებაში, სწორი პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები