Gallup: უკრაინელთა 66% ომის დასრულებას მოლაპარაკებების გზით უჭერს მხარს, 24% კი ბრძოლის გაგრძელებას

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის Gallup-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უკრაინაში აპრილში გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ომის დასრულება რაც შეიძლება მალე, მოლაპარაკებების გზით უნდა სცადოს, ხოლო 24% ფიქრობს, რომ უკრაინამ ბრძოლა გამარჯვების მიღწევამდე უნდა გააგრძელოს.

კვლევის ავტორების განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებლები გასული წლის შედეგებთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

Gallup-ის ინფორმაციით, გამოკითხვა აპრილში ჩატარდა. ამასთან, კვლევაში არ იყო დაკონკრეტებული, რა პირობებით იქნებოდა რესპონდენტებისთვის მისაღები შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება.

მედია აღნიშნავს, რომ კვლევა ასახავს უკრაინის მოსახლეობის განწყობებს ომის შესაძლო დასრულების გზებთან დაკავშირებით და არა კონკრეტული სამშვიდობო პირობების მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები