ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბჭო 17 ახალგაზრდისგან შედგება და მისი მიზანი ახალგაზრდების ინტერესებისა და ინიციატივების მხარდაჭერა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.

“დღეს მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო.

სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საბჭოს სამომავლო საქმიანობის მიმართულებებსა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი იდეების მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები