ხატია დეკანოიძე: ჩარკვიანის ჭორაობას, ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ჩარკვიანის ჭორაობას სერიოზულად არ უპასუხებს.

„ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე“, – წერს ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები