„კაგებეს“ მეთოდით ჭორების გამავრცელებელი“ – ნიკა მელია თაკო ჩარკვიანზე

„კაგებეს“ მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან.

როგორც მელია აღნიშნავს, ქვეყანას მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება.

„თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე – ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია.

დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის „დავალებით“ ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.

„კაგებეს“ მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ.

ქვეყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება.

საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!“, – წერს ნიკა მელია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები