ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებული კონტრშეტევისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ უკრაინას 2023 წლის გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევისთვის „ძალიან კარგი შანსები აქვს“.

ამის შესახებ მან აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ამჟამად „მნიშვნელოვანი უპირატესობა“ აქვს რუსულ ძალებთან შედარებით.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ამჟამად „ბახმუტის რაიონში საკმაოდ სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს“.

„უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს და მათ ჯავშანტექნიკის მარაგი ისე ამოწურეს, როგორც ვერავინ წარმოიდგენდა.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე ვიხილავთ საომარი მოქმედებების გააქტიურებას, რადგან მანევრირების პირობები გაუმჯობესდება და ასევე იმის საფუძველზე, რაც უკვე გავაკეთეთ და ვაკეთებთ. ვფიქრობ, რომ უკრაინას ექნება წარმატების ძალიან კარგი შანსი“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები