შალვა პაპუაშვილი: პროდუქტიული შეხვედრა მქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან

პროდუქტიული შეხვედრა მქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შეხვედრაზე მიმოვიხილეთ საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და პლატფორმის წარმომადგენლების ინიციატივები. აგრეთვე, განვიხილეთ დარჩენილ აქტივობებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გეგმები და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხები“, – წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები