მიხეილ სარჯველაძე: დიდი ინტერესით მოვისმენდი პრეზიდენტისგან შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება 12 პუნქტი

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც 31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარდგეს, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების საკითხზე მის შეხედულებებს ინტერესით მოისმენს.

“საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასურველია, რომ მოვისმინოთ განმარტება, ეს არის გასული წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შეფასება, რამდენად იყო ორიენტირებული 12 პუნქტის შესრულებაზე, რა იყო მისი ინიციატივები ამ მიმართულებით, რომელმაც შეიძლება, პროგრესი მოიტანა. ამას ნამდვილად დიდი ინტერესით მოვისმენდი პრეზიდენტისგან, მათ შორის, შეხედულებებსა და შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება ეს 12 პუნქტი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები