ირაკლი კობახიძე: ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის პრინციპული განსხვავება ერთადერთია – ბრეივიკმა შეიწირა 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე
“როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ჯილდო ენიჭება მიხეილ სააკაშვილს, ეს არის უბრალოდ ცინიზმი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ სააკაშვილსა და ბრეივიკს შორის შედარება გააკეთა.
„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს სააკაშვილს, EPP-თან არის დაკავშირებული თუ ვინმესთან არის დაკავშირებული ეს პარტია. როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის უბრალოდ ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის პრინციპული განსხვავება ერთადერთია. ბრეივიკმა შეიწირა 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.