Spiegel: უახლოეს წლებში გერმანია უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარებას 15 მილიარდ ევრომდე გაზრდის

გერმანია უახლოეს წლებში უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების გაზრდას 3-დან 15 მილიარდ ევრომდე გეგმავს.

ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფლორიან ტონკარმა ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტს სთხოვა ბიუჯეტის იმ პუნქტების დაფინანსების გაზრდა, საიდანაც თანხები უკრაინის დასახმარებლად გამოიყოფა.

ამ დოკუმენტების მიხედვით, 2023 წელს ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა 5,4 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, მაშინ როდესაც 2022 წელს 2,2 მილიარდი ევრო იყო გამოყოფილი.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალი მატერიალური დანაკარგების გამო, საჭიროა მასალების ახალი მიწოდება“, – ციტირებს Der Spiegel-ი ტონკარს.

გარდა ამისა, უახლოეს წლებში ბერლინი გეგმავს კიდევ 8,8 მილიარდი ევროს გამოყოფას “უკრაინის წინაშე ვალდებულებების შესასრულებლად“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები