ვოლოდიმირ ზელენსკი დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩავიდა და ნიკოპოლის რაიონს ეწვია, რომელიც რუსი ოკუპანტების მხრიდან მუდმივი თავდასხმის სამიზნეა.

სახელმწიფოს მეთაური ნიკოპოლის რაიონში არსებულ ვითარებას და რეგიონის სხვადასხვა დასახლებებზე მტრის თავდასხმების შედეგებს პირადად გაეცნო.

ვოლოდიმირ ზელენსკის დაზიანებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენისა და შესაძლო ახალი თავდასხმებისგან მათი დაცვის გაძლიერების მიმდინარეობის შესახებ ეცნობა.

ამასთან, პრეზიდენტს აცნობეს, რომ რაიონში დანგრეულია თითქმის 5000 შენობა, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები