გერმანიამ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ პუტინის განცხადებას „უპასუხისმგებლო“ უწოდა

MOSCOW, RUSSIA - SEPTEMBER,9 (RUSSIA OUT): Russian President Vladimir Putin speeches during a joint press conference at the Kremlin, on September,9,2021, in Moscow, Russia. President of Belarus Alexander Lukashenko is having a one-day visit to Russia. (Photo by Mikhail Svetlov/Getty Images)

გერმანიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს განათავსებს, „უპასუხისმგებლო“ და „მაესკალირებელი“ უწოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეა სასეს თქმით, კრემლის ლიდერის განცხადება „რუსეთის მხრიდან ბირთვული დაშინების შემდგომი მცდელობა“ იყო.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რიტორიკა უპასუხისმგებლოა და პირდაპირ უარვყოფთ მას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენს კურსს უკრაინის მხარდაჭერის კუთხით“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები