სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: არ შეიძლება საქართველოსთვის მეორე უარის თქმა, სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად

აღარ შეიძლება დღეს საქართველოსთვის მეორე უარის თქმა სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე მეორე უარმა შეიძლება ქვეყნის შიდა სტაბილურობაზე იმოქმედოს.

„აღარ შეიძლება დღეს საქართველოსთვის მეორე უარის თქმა სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად. რადგან იზოლაციაში გადასროლა, არ შეიძლება. საქართველო არის რეგიონში, კავკასიაში, რომელიც ყველასთვის ძალიან საჭიროა სტაბილურობისთვის და არა მეორე ფრონტისთვის. ჩვენი სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი უარის თქმამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს შიდა სტაბილურობაზე. ამიტომაც ყველას ინტერესია, რომ შავი ზღვა, კავკასია, ჩვენ ვიყოთ იმ სივრცეში, რაც არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ჩვენმა ხალხმა აჩვენა, თუ საითკენ მიდის და სად არის ქვეყანა და ესეც უნდა იყოს აღიარებული. ეს იქნება ანტისიგნალი რუსეთისთვის. არ შეიძლება რუსეთს მისცე რაიმე ისეთი განცდა, რომ საქართველო აღარ არის მჭიდროდ დაკავშირებული – ევროპასთან და ამერიკასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები