ირაკლი ჩიქოვანი: ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ კომპონენტს, თუ სად შეეძლო საქართველოს მეტის გაკეთება უკრაინისთვის, ვიდრე გააკეთა

ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ კომპონენტს, თუ სად შეეძლო საქართველოს მეტის გაკეთება უკრაინისთვის, ვიდრე გააკეთა. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კომპონენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„პრემიერმინისტრმა ისაუბრა კონკრეტულ ადამიანებზე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებსაც ღიად აქვს გამოხატული პოზიცია, რომ საჭიროა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანიც არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყოს წარუმატებელი, თუნდაც ეს ხდებოდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხარჯზე. ეს არის სამწუხარო რეალობა. აქ ვერ ვთანხმდებით და ეს არის არსებითი შეუთავსებლობა. ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ კომპონენტს, თუ სად შეეძლო საქართველოს მეტის გაკეთება უკრაინისთვის, ვიდრე გააკეთა. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კომპონენტს. მეორე მხრივ, თუ ვინმე საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს სამხედრო აქტივობები უნდა განეხორციელებინა, მაშინ პირდაპირ უთხრან საზოგადოებას, რომ მათ ინტერესს ეს წარმოადგენს. რეალურად ყველანი კარგად ვხვდებით, რომ მთელი ეს რიტორიკა არის ფუჭი, უსაფუძვლო და ეყრდნობა დეზინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა “ქრონიკის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები