კობახიძე: ჩანს, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გარბის პარლამენტის შენობიდან – არანაირი დარტყმა არ ჩანს და არც არაფერი მსგავსი

ყველა „ნაცი“, რომელიც 100 ათასს დოლარად „ნაცდება“, ასე უნდა გარბოდეს პარლამენტის შენობიდან, ეს არის გუბაზ სანიკიძის ხვედრი, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის დერეფანში „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.

კობახიძის თქმით, ეს არის გუბაზ სანიკიძის მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი.

„ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ ვიცი, ვიცი, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გაიქცა. მე რაც ვნახე, არანაირი დარტყმა არ ჩანს და არც არაფერი მსგავსი. მე რაც ვნახე, იქ ჩანს, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გარბის პარლამენტის შენობიდან. ყველა „ნაცი“, რომელიც 100 ათას დოლარად „ნაცდება“ ასე უნდა გარბოდეს პარლამენტის შენობიდან. ეს არის გუბაზ სანიკიძის ხვედრი. ეს არის გუბაზ სანიკიძის მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი. 100 ათასს დოლარად, რომ “განაცდები”, მეტის ღირსი ბუნებრივია, არ ხარ“,- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს “გაყიდული” და “ნაძირალა” უწოდა, სანიკიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, რა დროსაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა – დავით მათიკაშვილმა და ალუდა ღუდუშაურმა – მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები