დეპუტატებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა დელეგაციის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა.

„გასული წელი საკმაოდ რთული იყო. უკრაინაში განხორციელებული რუსეთის აგრესიის გამო, ვერ მოხერხდა საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ჩატარება, თუმცა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა კომიტეტების შეხვედრები გაგვემართა და შემდგომ ბიუროს ფორმატში გვემუშავა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მან ისაუბრა თებერვალში საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების შეხვედრების შესახებ, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკაში, ერევანში გაიმართა, სადაც კომიტეტების ფარგლებში მომზადებული ანგარიშებია განხილული.

აღინიშნა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიში საქართველოს დელეგაციის წევრის, მაია ბითაძის თანაავტორობით შემუშავდა. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ერევანში გამართული შეხვედრები დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად იძაბებოდა და შესაბამისად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით, კერძოდ, ასამბლეის თანათავმჯდომარეების – მაკა ბოჭორიშვილის და ანდრიუს კუბილიუსის ინიციატივით, შემუშავდა ბიუროს განცხადების ტექსტი, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა გასული წლის განმავლობაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მუშაობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ვითარება და გამოწვევები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები