ონის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში, მერიის სათათბირო ორგანოს – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
საქართველოს მთავრობის N732 დადგენილებაში ტექნიკური რეგლამენტი – მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების ცვლილებების შესახებ;
შშმ ქალებისა და გოგონების, ქალისა და მამაკაცის უფლებების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების რეალიზებისთვის ცნობიერების ამაღლების მდგომარეობა, გენდერული თანასწორობის პრინციპის ჭრილში;
ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სხვა ბავშვების მსგავსად, თანაბარი უფლებებისა და მოპყრობის რეალიზების მდგომარეობა;
მუნიციპალიტეტის მიერ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამისი პროგრამების შემუშავების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ონის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
„ონის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ცდილობს იმ მოქალაქეთა საჭიროებებზე ზრუნვას, ვისთვისაც ჩვენი თანადგომა უმნიშვნელოვანესია. ჩვენთვის, მთავარი გამოწვევა თითოეული ბენეფიციარისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა, რაზეც მერიის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ” – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები