ქარელის მერია: სოფელ ძლევიჯვარში შიდა სუბნო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ძლევიჯვარში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

“პროექტის ფარგლებში განხორციელდება შიდა საუბნო გზის ოთხი მონაკვეთის მოწესრიგება.ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები და დაგეგმილია ასფალტობეტონის საფარის დაგება.
სულ მოასფალტდება 1772 გრძივი მეტრი გზის საფარი.
პროექტი ხორციელდება რეგიონული გავითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „შარა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები